ლაზარე გრიგორიადისის საქმე

ჩერგოლეიშვილი: ოცნება ხვდება, აქციებს ძალა ლაზარეს თაობამ მისცა, მათ გატეხვას ცდილობენ

ჩვენი ახალგაზრდა თაობის იმედი მაქვს. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ტრენდები მუშაობს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი არის ადამსების ოჯახის სერიალი - Wednesday, რომლის მთავარი გმირი არის გოთი ბავშვი, მაგის გამო ჰყავთ ამოჩემებული - გარეგნობის ხათრით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდები დაინახავენ და არ აპატიებენ, რომ მსხვერპლად სწირავენ ადამიანს, ამოარჩიეს და მის გარშემო კერავენ... კობახიძემ რაც გააკეთა არის საზიზღრობა, რომ ორიენტაციაზე დაგეშა ხალხი და დღეს სუს-ისა და მთავრობის ტროლები რომ მყავს შემოსეული.

რეალურად, ხელისუფლება ძალიან შეშინებულია, იმიტომ რომ კარგად იცის, რა ახლოვდება მისთვის, კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადაწყდეს, მანამდე დაბრკოლებები იქნება და საპროტესტო აქციებს ელოდება. ხელისუფლება ძალიან კარგად ხვდება, რამ მისცა ძალა იმ საპორტესტო აქციებს, ლაზარეს თაობამ მისცა ზუსტად ძალა და სტუდენტების გატეხვას ცდილობს, იმიტომ რომ მერე აქციაზე დატოვოს ჩემი ასაკის ხალხის იმედად, რომელსაც მომხიბვლელობა არ ექნება და უსაფრთხო იქნება მთავრობისთვის. სტუდენტების, ახალგაზრდების გატეხვას ცდილობს. 

ასე გამოეხმაურა ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის შეფარდებას.

კომენტარები