რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ბუჩა არის ადგილი, რომლის ნახვის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა და გამოფხიზლდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ბუჩა არის ადგილი, რომლის ნახვის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა და გამოფხიზლდა. ამის შესახებ ზელენსკიმ დაღუპული ადგილობრივების მოგონების ცერემონიაზე ისაუბრა.

"ამის დავიწყების საშუალებას არ მოგცემთ, ადამიანთა მოდგმა ამის დავიწყების საშუალებას არ მოგცემთ. ბუჩას ქუჩებში ბოროტება მსოფლიომ ნახა. უკრაინელმა ხალხმა ჩვენი დროის ყველაზე არაჰუმანური ძალა შეაჩერა. რუსეთი კლავს, აბუჩად იგდებს. ის ცდილობს გაანადგუროს ადამიანთა ღირსება, რათა ადამიანთა ფასი აღარაფრად ღირდეს". - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში ეს არასდროს მოხდება. პრეზიდენტის შეფასებით, ბუჩა იქცა ადგილად, რომლის ნახვის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა, გაიღვიძა.

ამასთან, ბუჩას გათავისუფლების წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკვე 365 დღეა ბუჩა ისევ თავისუფალი უკრაინული ქალაქია.

"ბუჩა ოკუპანტი ქვეყნის არმიის სისასტიკის სიმბოლოა. ჩვენ არასდროს ვაპატიებთ, ჩვენ ყველა დამნაშავეს დავსჯით". - თქვა ზელენსკიმ.

კომენტარები