რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Leopard 2-ის ტიპის ტანკები, რომელთა გადაცემასაც პორტუგალია კიევს დაჰპირდა, უკვე უკრაინაშია

Leopard 2-ის ტიპის ტანკები, რომელთა გაგზავნა პორტუგალიამ სხვა პარტნიორებთან ერთად კოორდინაციით გადაწყვიტა, უკვე უკრაინაშია. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"Leopard 2A6-ის ტიპის 3 ტანკი, რომელსაც პორტუგალია კიევს პარტნიორებთან შეთანხმებით გადასცემს, უკვე უკრაინაშია. პორტუგალია აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც წინააღმდეგობას უწევს რუსეთის უკანონო შემოჭრას". - ნათქვამია პორტუგალიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

გარდა პორტუგალიისა, 28 მარტს გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბერლინის მიერ დაპირებული Leopard 2-ის ტიპის ტანკების უკრაინაში ჩასვლა დაადასტურა.

ამასთანავე, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრიტანული Challenger 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაში ჩავიდა.

კომენტარები