რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანული CHALLENGER 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაშია

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრიტანული Challenger 2-ის ტიპის ტანკები უკრაინაში ჩავიდა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ირინა ზოლოტარმა გამოცემა AFP-ს უთხრა.

28 მარტს უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა უკრაინაში მყოფი ბრიტანული ტანკების ვიდეო გამოაქვეყნა.

"დიდი ბრიტანეთის მიერ მოწოდებული ტანკები ცოტა ხნის წინ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. ეს ფანტასტიკური მანქანები მალე დაიწყებენ საბრძოლო მისიებს. მადლობა რიში სუნაკს, ბენ უოლასსა და ბრიტანელ ხალხს." - წერს რეზნიკოვი Twitter-ზე.

მანამდე, რეზნიკოვმა შეაქო ბრიტანული ტანკები და მათ "სამხედრო ხელოვნების ნიმუშები" უწოდა.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრიტანეთში ვიზიტის შემდეგ გადაწყდა, რომ უკრაინისთვის მისაწოდებელი Challenger 2-ის ტიპის ტანკების რაოდენობა გაორმაგდებოდა. მანამდე დიდი ბრიტანეთი უკრაინას 14 Challenger 2 ტანკს დაჰპირდა. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, ბრიტანული Challenger 2 ტანკები უკრაინაში 2023 წლის მარტში ჩავიდოდა.

 

კომენტარები