რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსული ძალები ქალაქ ავდეევკაში დიდი დანაკარგებს განიცდის

უკრაინელი სამხედროები Krab-ის ტიპის პოლონური თვითმავალი ჰაუბიცით რუსების პოზიციებს ცეცხლს უხსნიან. უკრაინა, დონეცკი, 2023 წლის 17 იანვარი.
REUTERS/Oleksandr Ratushniak

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთი დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობებს განაგრძობს. თუმცა, უწყების განმარტებით, ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგების ფასად, რუსულმა ძალებმა მხოლოდ მცირე პროგრესს მიაღწიეს. 

ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდღიურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთის მე-10 სატანკო პოლკმა, სავარაუდოდ, ტანკების დიდი ნაწილი სამხრეთიდან ავდეევკას ალყაში მოქცევის მცდელობისას დაკარგა. 

"მე-10 სატანკო პოლკის დანაკარგები, სავარაუდოდ, ძირითადად განპირობებული იყო ტაქტიკურად გაუმართავი ფრონტალური თავდასხმებით, მსგავსად სხვა ბოლო წარუმატებელი რუსული შეტევებისა, მაგალითად, ქალაქ უგლედარის გარშემო". - ვკითხულობთ ანგარიშში. 

კომენტარები