რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს – დაიღუპა, სულ მცირე, 1 ადამიანი, დაშავდა 25

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსმა ოკუპანტებმა სლავიანსკი დაბომბეს. არიან დაღუპულები და დაჭრილები. 

"კიდევ ერთი დღე, რომელიც რუსეთის ფედერაციის ტერორით დაიწყო. აგრესორმა სახელმწიფომ სლავიანსკი დაბომბა. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და სხვადასხვა სიმძიმით დაშავებულები". - ამბობს ზელენსკი. 

პრეზიდენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები. 

"მტერმა უნდა იცოდეს: უკრაინა არასდროს აპატიებს ხალხის დაშინებას, მათ ჭრილობებსა და სიკვდილს. ყველა რუსი ტერორისტი დამარცხდება. ყველა, ვინც ამ აგრესიაში მონაწილეობს, პასუხს აგებს". - თქვა ზელენსკიმ. 

ამ დროისთვის რუსი სამხედროების მიერ სლავიანსკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1, ხოლო დაშავდა 25 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს. 

"სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 25 დაიჭრა. ადმინისტრაციული და საოფისე შენობები, ხუთი მაღალსართულიანი კორპუსი და შვიდი კერძო სახლი განადგურდა - ეს სლავიანსკის დღევანდელი დაბომბვის შედეგებია". - თქვა კირილენკომ. 

სლავიანსკის დაბომბვის პარალელურად, ოკუპანტებმა დრუჟკოვკაში იერიში ბავშვა სახლზე მიიტანეს, რომელიც სრულად განადგურდა. წინასწარი ინფორმაციით, დრუჟკოვკაში დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ არის.  

კომენტარები