კიდევ ერთმა კვირამ განვლო თავდაცვის რეჟიმში. კიდევ ერთი კვირა, რომლის განმავლობაშიც უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა... ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ზოგადად თავისუფლების წინააღმდეგ მის შურისძიების მოტივებთან ერთად ყოველმხრივ დამარცხდეს. რუსეთი უნდა დამარცხდეს ბრძოლის ველზე, ეკონომიკურად, საერთაშორისო ურთიერთობებში, თავის მცდელობებში, რომ ისტორიული ჭეშმარიტება იმპერიული მითებით ჩაანაცვლოს. კრემლს წაგებული აქვს ჩვენი ხალხის სულიერად დამორჩილების მცდელობაში. ახალი აგრესიისა და კრიზისისგან საიმედო გარანტია სწორედ რუსეთის სრულმასშტაბიანი მარცხი იქნება.
რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი
უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მტერი მეტად იზოლირდა და უიმედო გახდა – ზელენსკი
tbl.ge/6bf9
დაკოპირდა

აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხთან მიმართვაში.
ამავე თემაზე
- პოლონეთმა რუსეთთან დაკავშირებული საქმიანობის გამო 9 უკრაინელი და ორი ბელარუსელი გააძევა
- რუსეთში, ირკუტსკის ოლქში ბენზინის გადამყიდველები დააკავეს
- პუტინი აღიარებს, რომ რუსეთში საწვავის დეფიციტია, ბენზინგასამართ სადგურებთან კი – რიგები
- პუტინი ზელენესკის განცხადებაზე: ლუკაშენკოსთან ეს თემა დეტალურად არ განგვიხილავს
- პუტინი: რუსეთი რთულ ეტაპს გადის, მაგრამ ამან ბევრი რამ გვასწავლა




