ქართული ოცნება

სარჯველაძე პრეზიდენტზე: ოლიგარქობა მხოლოდ კაპიტალის ფლობას არ ნიშნავს, ყველას უნდა ესმოდეს

მე დავინახე ნებით თუ უნებლიედ იმ სამსახურში ჩადგომა, რასაც ჰქვია ამ ქვეყანაში გარკვეული დესტრუქციული მიმართულებით პროცესების განვითარება, მიუხედავად იმისა, რომ მთავარი სათქმელი იყო თითქოს ის, რომ ქვეყანას სჭირდება მეტი ევროპეიზაცია. 

შთაბეჭდილება გამიჩნდა, რომ უფრო მეტად ოპოზიციის გულშემატკივრობა და ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციური ხმის დემონსტრირება იყო პრეზიდენტის ამოცანა, როგორც ჩანს. 

როდესაც განცხადებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ოლიგარქია, ცოტა მეტი, ოდნავ მეტი წინდახედულობა [სჭირდება] ეს ერთი და ალბათ, კვალიფიციურობაზე უნდა ვისაუბროთ. იმიტომ, რომ ოლიგარქობა არ ნიშნავს მხოლოდ გარკვეული კაპიტალის ფლობას, ეს კარგად უნდა ესმოდეს ყველას. გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება მიიღებოდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მე ვფიქრობ, რომ ამაზე კითხვის დასმის შესაძლებლობა და უფლება პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს, როდესაც მან კარგად იცის, სადაც და როგორც მიიღება ეს გადაწყვეტილებები - ეს არის საქართველოს პარლამენტი, სადაც მიიღება გადაწყვეტილებები, საქართველოს მთავრობა. 

ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს. ზურაბიშვილმა თქვა, რომ "ივანიშვილი ოლიგარქია, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი". 

კომენტარები