საქართველო ევროკავშირში

დეგნანი: გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს – ეს ორი კვირის წინ ნათლად დავინახეთ

ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს, ვფიქრობ, ეს ორი კვირის წინ ნათლად დავინახეთ, როდესაც ათასობით ქართველი გარეთ გამოვიდა, რათა მშვიდობიანად გამოეხატა თავისი გადაწყვეტილება, თავისი არჩევანი ევროპული მომავლისთვის. მათ ამ არჩევანში ეჭვი არ ეპარებოდათ. ასე იყო იყო ქუთაისშიც, ბათუმშიც, ახალციხეშიც - საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, სადაც ხალხი მშვიდობიანად გამოვიდა და თქვა: "ჩვენ გვინდა ევროპული მომავალი."

საქართველოს კანდიდატის სტატუსი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ასრულებს საქართველო იმ მოთხოვნებსა და რეფორმებს, რომლებიც ევროკავშირმა ჩამოაყალიბა, როგორც საქართველოდან ევროპისკენ მიმავალი ძალიან მკაფიო საგზაო რუკა. ეს [კანდიდატის სტატუსი] დამოკიდებულია ყველაზე - მათ შორის პარლამენტზე, სამოქალაქო საზოგადოებზე, რომელმაც თავისი წვლილი უნდა შეიტანოს საჭირო რეფორმების განხორციელებაში. ეს რეფორმები არ არის ახალი საქართველოსთვის, ეს არის ის, რაზეც საქართველო დიდი ხანია მუშაობს და რაღაც მიმართულებებით მართლაც კარგი პროგრესი აქვს, მაგრამ, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი მეტია. ეს არ არის ერთი ადამიანის პროექტი, კანდიდატის სტატუსი არის საქართველოს ყველა მოქალაქის, არჩეული პოლიტიკოსების ხელში, რომლებმაც უნდა შეწყვიტონ ერთმანეთთან ჩხუბი და მეტი დრო დახარჯონ 12 რეკომენდაციის შესრულებისაზე.

ეს არის ის, რაზეც ევროკავშირის წევრები დგანან - მათ სურთ, რომ დაინახონ, უნდა თუ არა საქართველოს ძლიერი დემოკრატიის შენება. ჩვენ ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი მოწადინებულია, ეს არის ის, რაც მათ სურთ. და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა მოუსმენს მათ, მოუსმენს ქართველ ხალხს და გადადგამს საჭირო ნაბიჯებს.

ამბობს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი. 

კომენტარები