ღარიბაშვილი პარლამენტში

ნაცვლიშვილი: თქვენი ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ?

ქართველმა ხალხმა ჩამოგხსნათ ნიღაბი. გამოვიდა არაჩვეულებრივი ახალგაზრდობა, რომელმაც ეგ ნიღაბი ჩამოგხიათ, გადაგიგრიხათ ხელები და უკან გაგიშვათ კუდამოძუებული.  ამას გააკეთებენ ეს ადამიანები, რამდენჯერაც საჭირო იქნება ქვეყნის დაცვა გარუსების წინააღმდეგ. ვის უნდა დააჯეროთ, რომ თქვენ ხართ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი, პარლამენტში ვერ შემოსულხართ, მთელი უსაფრთხოების სამსახურით რომ არ იყოს გარშემორტყმული აქაურობა და თქვენი პარტიის ლიდერები საპირფარეშოში დაცვით დადიან, რა უსაფრთხოების გარანტი ხართ თქვენ ამ ქვეყნის? ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არიან მისი მოქალაქეები, რომლებმაც დაიცვეს ამ ქვეყნის კონსტიტუცია, ისტორია, წარსული და მომავალი თქვენგან რუსთაველზე. ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი არის დასავლეთი, რომლის იზოლაციასაც რკინის ფარდით აპირებდით. 

მიმართავს ლელოს წევრი, ანა ნაცვლიშვილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში. 

კომენტარები