The Weeknd

THE WEEKND მსოფლიოს ყველაზე მოსმენადი მუსიკოსია

Deadline

მომღერალი The Weeknd ოფიციალურად ყველაზე პოპულარული არტისტი გახდა. კანადელმა მუსიკოსმა მოსმენებით გინესის წიგნის რეკორდი დაამყარა.

20 მარტისთვის ის ყველაზე პოპულარული მუსიკალური პლატფორმის, Spotify-ს ყველაზე მოსმენადი არტისტია. ყოველთვიურად The Weeknd-ს 111.4 მილიონი მოსმენა აქვს. ის ასევე ისტორიაში პირველი არტისტია, რომელსაც ყოველთვიურად 100 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს. 

ყველაზე ახლოს The Weeknd-თან მაილი საირუსია. ამერიკელ მომღერალს ყოველთვიურად 82.4 მილიონი მოსმენა აქვს. მომდევნო ხუთეული კი ასე გამოიყურება:

  • შაკირა (81.6 მილიონი)
  • არიანა გრანდე (80.6 მილიონი)
  • ტეილორ სვიფტი (80.2 მილიონი)
  • რიანა (78.5 მილიონი)
  • ედ შირანი (77.5 მილიონი)

კომენტარები