მიხეილ სააკაშვილი

ბრეგაძე VIVAMEDI-ს განცხადებაზე: ხელმოსმით გადასაწყვეტი საკითხი არაა, კომპლექსურად განვიხილავთ

ექიმებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ია არ ემორჩილებოდა მკურნალობას და ვივამედის განცხადებაც იყო კიდევ ერთი გამეორება მთელი ამ ისტორიისა, რომ ეს ადამიანი მკურნალობას არ ემორჩილება უკვე ოქტომბრის მერე და მას მხოლოდ სიმპტომურად მკურნალობენ, ამ მკურნალობის ჩატარება შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. ჩვენ გვთხოვეს, რომ მიზანშეწონილობის საკითხი განვიხილოთ. რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ არის ერთი ხელმოსმით გადასაწყვეტი, ჩვენ გამოვიყენებთ რჩევებს, მათ შორის, ექსპერტიზასაც და ამ საკითხს კომპლექსურად განვიხილავთ. გასაგებია, რომ აქ ეხება საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და ერთი ხელის მოსმით მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნების ან სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილება ვერ იქნება მიღებული. 

მთელი ეს მცდელობები, რომელსაც ეს ადამიანი და მისი გარემოცვა აწარმოებს, თამამად უნდა ითქვას, რომ არის მართული გეგმა იმისთვის, რომ ხელოვნურად დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა, იმავდროულად, შენარჩუნებული იყოს ძირითადი სასიცოცხლო პარამეტრები. ეს არის , რა თქმა უნდა, "კარგად დაგეგმილი" და მიზანმიმართული პროვოკაცია, რომელიც მისი საზღვარზე შემოპარვიდან დღევანდელ დღემდე მიზნად ისახავს სახელმწიფოს დისკრედიტაციას და იმის ჩვენებას, თითქოს და მას ვინმე აწამებს. თუმცა, ამის შესახებ დღემდე ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიტანეს.

ამბობს იმედთან ინტერვიუში იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე. გუშინ, 22 მარტს კლინიკა ვივამედმა, რომელშიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მკურნალობს, პენიტენციურ სამსახურს მიმართა, რათა შეაფასონ სააკაშვილის კლინიკაში "შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა". 

კომენტარები