აშშ

მოზარდი, რომელმაც დენვერის სკოლის ორი თანამშრომელი იარაღით დაჭრა, გარდაცვლილი იპოვეს

Hyoung Chang

კოლორადოს ქალაქ დენვერში 17 წლის მოზარდმა სკოლის ადმინისტრაციის ორი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოსწავლე თავის მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს.

ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული მძიმედ არის დაშავებული. მეორის მდგომარეობა სტაბილურია.

თავდასხმა ყოველდღიური უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული შემოწმების დროს მოხდა, როცა მოსწავლეს ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი აღმოუჩინეს.

კომენტარები