რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბლინკენი: სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტი დიპლომატიურად ფარავს რუსეთის დანაშაულებს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი 
REUTERS/Raquel Cunha/Pool

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის მოსკოვში ვიზიტი აჩვენებს ჩინეთის განზრახვას, დიპლომატიურად დაფაროს უკრაინაში რუსეთის დანაშაულები. 

“ის ფაქტი, რომ პრეზიდენტი სი მიდის რუსეთში რამდენიმე დღის შემდეგ, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტ პუტინის დაპატიმრების ორდერი გამოსცა, იმაზე მეტყველებს, რომ ჩინეთი არ გრძნობს ვალდებულებას, კრემლს პასუხისმგებლობა დააკისროს უკრაინაში ჩადენილი სისასტიკისთვის და ურჩევნია რუსეთის დანაშაულები დიპლომატიურად დაფაროს”. - ამბობს ბლინკენი.

გარდა ამისა, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც არ მოიცავს რუსული ძალების უკრაინის ტერიტორიიდან გაყვანას, ფაქტობრივად, ხელს შეუწყობს რუსეთის გამარჯვების რატიფიკაციას. ეს კი, ბლინკენის თქმით, ომის ხელსაყრელ დროს გაგრძელებისთვის პუტინს დასვენებისა და ჯარების აღჭურვილობის განახლების საშუალებას მისცემს. 

"მსოფლიო არ უნდა მოტყუვდეს რუსეთის მხრიდან რაიმე ტაქტიკურ ნაბიჯით, რომ ომი თავისივე პირობებით გაყინოს, იქნება ეს ჩინეთის თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი". - თქვა ბლინკენმა.

კომენტარები