ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაში სისწრაფე უმნიშვნელოვანესია განვითარებისათვის. დროის აჩქარებულ სვლასთან ერთად, პრიორიტეტია პროცესების აჩქარებული წარმოება, თანამედროვე ეპოქა ყველაზე ნათელი განმარტებაა ფრაზის "დრო ფულია“.
იმისათვის, რომ ტელეკომუნიკაციამ ფეხი აუწყოს თანამედროვე ტენდენციებს, საჭიროა სწორი მიზნების დასახვა და სხრატი გადაწყვეტილებების მიღება, სწორედ ამ პრინციპზე დაყრდნობით შეიქმნა ბოლო დროის აღმოჩენა - ინფორმაციის მიმოცვლის მაღალი სისწრაფისა და შეფერხების არმქონე რადიოსაკომუნიკაციო სისტემა.
მუშაობის პრინციპები და მისი საუკეთესოობის დამადასტურებელი მახასიათებლები
ხალხთა შორის კავშირის ყველაზე თანმედროვე სისტემაა IXC ანუ ურთიერთგაცვლითი კომუნიკაციის სისტემა. ეს სისტემა უზრუნველყოფს ხარისხიანი კომუნიკაციის არსებობას განსხვავებულ გეოგრაფიულ არეალებში და ამ არეალებს შორის. ამ სისტემით არა მხოლოდ ხმოვანი ინფორმაციის, არამედ ვიდეოგრაფიული ინფორმაციის გავრცელებაა შესაძლებელი. სისტემა იყენებს ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელს, რაც, ცხადია, თანამედროვე ეპოქაში უსწრაფესი საშუალებაა ინფორმაციის მიმოცვლისათვის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საზღვარი ცაზე გადის. ამიტომაც საჭირო გახდა რაღაც ახალი, რევოლუციური სისტემის მოფიქრება და ასე გაჩნდა თანამედროვე ეპოქის ყველაზე ეფექტური სისტემა, მიქსი IXC-ისა და რადიოკომუნიკაციებს შორის.
ყველამ ვიცით მის შესახებ, თუმცა, ბევრად საინტერესოა თუ როგორ მუშაობს, როგორ მიმდინარეობს პროცესები სიღრმისეულად. ამ პროცესების გარკვევით დასანახად, აღვწეროთ დეტალურად თუ რა ხდება ფარდის მიღმა და ვნახოთ, როგორ მუშაობს მსოფლიოს ეს ეპოქალური აღმოჩენა.
უპირველესად აღვნიშნოთ, რომ კომპანიები, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებს გვთავაზობენ, მთავარ გადამცემ სადგურებს ათავსებენ უმთავრეს მონაცემთა გადამამუშავებელ ცენტრებთან, ეს სადგურები ერთმანეთს ადგილობრივი ქსელებით უკავშირდებიან, რომლებიც ოპტიკურ-ბოჭკოვანია. რადიო კომუნიკაციის ტიპის სისტემების ცენტრთა მდგომარეობის ცვლილება, არის სიგნალების მიმოცვლის პროცესის მთავარი მაწარმოებელი ძალა. სიგნალი კი გადაიცემა მოკლე ტალღების მქონე დიაპზონის საშუალებით.
მოკლე ტალღები პირდაპირ მიდის ატმოსფეროში და ამის შემდეგ, ელექტრულად დამუხტული ატომების ფენიდან გადადის იონოსფეროში. ამ ტიპის ტალღები შეუზღუდავია ჰორიზონტზე, ეს არის მიზეზი, რაც მოკლე ტალღებს ხდის მაღალი ეფექტურობის მქონეს, ეს ის მახასიათებელია, რაც ეჭვგარეშედ გამოარჩევს მას მაღალი სიხშირის რადიოსაკომუნიკაციო ტალღებისგან, რომელიც მოძრაობს მხოლოდ სწორხაზოვნად.
რევოლუციონერი კომუნიკაციური სისტემების ინდუსტრიაში
აღწერილი პროცესის შედეგად, თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციათა ურთიერთმიმოცვლა გახდა გაცილებით სწრაფი და ეფექტური, შედარებით სხვა საკომუნიკაციო სისტემებთან.
მეტი სიცხადისთვის, შევადაროთ სხვადასხვა საკომუნიკაციო სისტემის გადაცემისა და შეფერხების სიხშირეები, აღსანიშნავია, რომ შეფერხების სიხშირე ოპტიკურ-ბოჭკოვან სისტემაში ძალიან დაბალია, მაშინ როცა სხვა სისტემებში - მაღალი.
საკომუნიკაციო სისტემებს შორის გამოკვეთილი რამდენიმე ფიგურიდან, შეფერხების მაღალი სიჩქარე 239 მილიწამი აქვს თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემას, ეს გამოწვეულია შემდეგი მიზეზით, ამ სისტემაში სიგნალი დედამიწიდან ჯერ მიდის თანამგზავრზე, აირეკლება და შემდეგ ბრუნდება უკან.
მეორე ყველაზე უფრო გამოკვეთილი და ოპტიმიზირებული, კარგად აღწერილი, ოპტიკურ-ბოჭკოვანი ფიგურაა, ამ შემთხვევაში მონაცემთა მიმოცვლის სიჩქარე უკვე საგრძნობლად მაღალია და მხოლოდ 48 მილიწამია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ინფორმაციის გადაცემას სჭირდება 48 მილიწამი. ასეთი მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია იმით, რომ იგი იყენებს სინათლის სიჩქარეს მონაცემთა გადასაადგილებლად, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ და აღვნიშნოთ, სინათლის სიჩქარე კაბელის ბარიერების გამო შენელებულია.
რადიოტალღებიც სინათლის სიჩქარით გადაადგილდებიან ქსელებში, მაგრამ განსხვავებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემებისგან, რადიოტალღებს არანაირი შეფერხება არ აქვთ და სიჩქარესაც არაფერი უზღუდავს. შეიძლება ითქვას, რომ რადიოსაკომუნიკაციო სისტემები ორივე ფორმაციაზე მაღლა დგას, რადგან ინფორმაციათა მიმოცვლის სიჩქარე 30 მილიწამია.
18 მილიწამი თითქოს არაფერს ნიშნავს, და უმნიშვნელო სხვაობა გვგონია, თუმცა, რეალურ სიტუაციებში უდიდეს განსხვავებას იძლევა და ძირითადად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მაგალითად, 18 მილიწამი სრულიად საკმარისია ბირჟებზე შეკვეთების განთავსებისთვის, სანამ სხვა მოვაჭრეები გაეცნობიან ცვლილებებს ბაზარზე. გარდა ამისა, რადიოტალღები სახელმწიფოებრივ დონეზეც უმნიშვნელოვანესია, ამ ტალღების მეშვეობით ხდება საიდუმლო ინფორმაციათა მიმოცვლა ცენტრიდან, განსხვავებულ გეოგრაფიულ ტერიტორიებს შორის, რომლებიც დაფარულია გადამცემი ანტენებით. ასევე, რადიოკომუნიკაციის სისტემები, რომლებიც გამოირჩევიან უმაღლესი გადაცემის სისწრაფითა და მინიმალური შეფერხებულობის მაჩვენებლით სასიცოცხლო მნიშვნელობისაა შექმნილი ექსტრემალური თუ საგანგებო სიტუაციების დროს.
ეს ყველაფერი სრულყოფილად მიგვითითებს იმაზე, თუ რაოდენ კონკურენტუნარიანი, პროგრესული და დახვეწილია რადიოტალღები - მინიმალური შეფერხებულობის მაჩვენებლით.
რადიოტალღების გავლენა ეკონომიკაზე და ამ სფეროს ყველაზე კონკურენტუნარიანი წარმომადგენლები
მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რომელი კომპანიები და საწარმოები არიან ამ სფეროს გიგანტები და რა პერსპექტივით ხასიათდებიან ისინი. ამისთვის განვიხილოთ რამდენიმე ეკონომიკური მაჩვენებელი და გამოკვლიოთ ისინი.
უკანასკნელი კვლევების საფუძველზე, რომელიც ამ სფეროს ბაზრის შესაფასებლად ჩატარდა, რადიოსაკომუნიკაციო სისტემათა ალგორითმული სავაჭრო ზომა უტოლდება 20 მილიარდ ამერიკულ დოლარს. აღსანიშნავია, რომ ექსპერტთა აზრით, მოსალოდნელია ზომის ყოველწლიური რთული ზრდის ტემპი გაუტოლდეს 13 პროცენტს.
კვლევის ეს შედეგები იძლევა ხელჩასაჭიდ მიზეზს იმისათვის, რომ ვიფიქროთ ამ სფეროს კონკურენტუნარიანობასა და პერსპექტივებზე. თანამედროვე ეპოქაში იგი უკონკურენტოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან ინფორმაციული ტექნოლოგიების მზარდი პროგრესი, ხელოვნური ინტელექტის შესწავლისა და დანერგვის პროცესი რადიოსაკომუნიკაციო სისტემებს კიდევ უფრო მეტი პროგრესის პერსპექტივას აძლევს.
რეგიონალური თვალსაზრისით ამ ტიპის სისტემების ყველაზე დიდი წილი მოდის ჩრდილოეთ ამერიკაზე, ეკონომიკური მაჩვენებლების მიხედვით მსოფლიო ბაზრის 32%. ასეთი კომპანიებია: „MCI WorldCom”, “Spirit” და “IXC communications Inc.”
რაც შეეხება ამ სფეროში ყველაზე სწრაფად განვითარებად რეგიონებს, ესენია: აზია - წყნარი ოკეანე და აღმოსავლეთ ევროპა. აქ რადიოსაკომუნიკაციო სისტემების კომპანია არის Bingo Group Ltd. საწარმო დაფუძნდა ლონდონში 2019 წელს, 2022 წელს კომპანიის საკომუნიკაციო ნაწილს გაგზავნილი ჰქონდა ერთ მილიარდზე მეტი ტექსტური შეტყობინება მსოფლიოს მასშტაბით.
ბინგო ჯგუფი ორასზე მეტ სატელეფონო საკომუნიკაციო კომპანიასთან თანამშრომლობს. ბინგო ჯგუფის მომხმარებლები არიან მსოფლიოს ისეთი ორგანიზაციები და საკომუნიკაციო სისტემები, როგორებიცაა გუგლი, ინსტაგრამი, ტელეგრამი სნაპჩატი მაიკროსოფტი, ფეისბუქი და სხვა.
ბინგო ჯგუფი კომპანიაა, რომელმაც ბარსელონაში, მობილურების მსოფლიო კონგრესზე წარადგინა რევოლუციური გარღვევა საკომუნიკაციო სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებაზე. ის, პირველი კომპანიაა რომელმაც დანერგა სტატიაში აღწერილი რადიოსაკომუნიკაციო სისტემა, ასევე ბინგო ჯგუფმა პრაქტიკულ დონეზე დაამუშავა შეფერხების დაბალმაჩვენებლიანი რადიოკომუნიკაციის სისტემები.
საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ეპოქაში, სადაც ინფორმაციული ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება და დროის ღირებულება მუდმივად იზრდება, რადიოსაკომუნიკაციო სისტემები, რომლებიც დაბალი მაჩვენებლით ხასიათდება, ნამდვილად არის რევოლუცია ბაზარზე.
მნიშვნელოვანია, რომ ამ სისტემის პრაქტიკული დანერგვის პროცესი რაც შეიძლება, სწრაფად წარიმართოს, ეს დააჩქარებს განვითარებას, ბევრად მარტივსა და სწრაფს გახდის ორმხრივ კომუნიკაციას გლობალურ დონეზე.





