ღარიბაშვილი: აქციის შემდეგ ბევრმა დამირეკა და ბოდიში მომიხადა, მეგონა მართლა რაღაც ხდებოდაო

ამბობენ, რომ 800 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე მიყენებული აქვს უკრაინას ზარალი. ამ ქვეყანას რა დააყენებს ფეხზე. 20 მილიონი არის მიგრირებული. აი ეს ადამიანები, ვინც ეს ყველაფერი იცის, ცდილობენ, რომ ჩვენს ამ დალაგებულ და დაწყნარებულ ქვეყანაში შემოიტანონ დესტაბილიზაცია და ომი. ვიქნებით უკომპრომისო. ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ საშუალებას გამოვიყენებთ, რომ არცერთი ასეთი ადამიანის ქმედება არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ჩვენ ვეუბნებით მათ [სტუდენტებს], ნუ გახდებით მანიპულირების ობიექტი და ვიღაც პოლიტიკრი პარტიების ხელში ბრძოლის ინსტრუმენტი. მივმართავ ჩვენს სტუდენტებს: თქვენ გიყენებენ! გატყუებენ ეს ხელმოცარული, გაკოტრებული ადამიანები, თითქოს ოცნებას არ უნდა ევროპული გზა. მე ფაქტები მოგიყვანეთ. ფაქტები მოიყვანონ ნაც მოძრაობის, ამ ფაშისტური ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. რა გააკეთეს ევროპულ გზაზე? არაფერი არ გაუკეთებიათ. ვიზა ლიბერალიზაციაზე მუშაობა 3 წლით გადადეს, ჩვენ დავიწყეთ, ჩვენ გავაკეთეთ. ასოცირება ჩააგდეს. შესაბამისად, ეს არის მითი, სიყალბე. ძალიან ბევრი ადამიანი, ნაცნობი ოჯახები აღმოვაჩინე აქციაზე. ძალიან ბევრმა დამირეკა, ბოდიში მომიხადა, მართლა მეგონა, რაღაც ხდებოდაო. 

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტვ იმედის ეთერში.

კომენტარები