ანტისამთავრობო გამოსვლები

ჩეხეთში ანტისამთავრობო დემონსტრაციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

11 მარტს პრაღაში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ გამოდიან და ითხოვენ, ჩეხეთის მთავრობამ უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარება შეწყვიტოს.

ჩეხეთი ერთი წლის განმავლობაში რეკორდულ ინფლაციას ებრძვის, ძირითადად, ენერგორესურსებზე ფასების ზრდის გამო, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრამ გამოიწვია.

შაბათის აქცია "ჩეხეთი სიღარიბის წინააღმდეგ" ახალი პოლიტიკური პარტიის ორგანიზებით გაიმართა.

"ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რათა დავდგეთ სიღარიბის წინააღმდეგ". - ამბობს არასაპარლამენტო პარტიის, PRO-ს ხელმძღვანელი, ჯინდრიხ რაიჩლი.

მომიტინგეებმა პეტრ ფიალას მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას გადადგომისკენ მოუწოდეს. რაიჩლმა კი თქვა, რომ მას სურდა ლიდერები, რომლებიც "პირველ რიგში ჩეხეთის მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნავენ".

კომენტარები