ადამიანები მიდიან, ადამიანები ბრუნდებიან. არსებობს მოსახლეობის ასეთი ნაწილი, რომელიც ძალიან კრეატიულად იქცევა გარკვეული მოვლენების ფონზე – ისინი მარტივად, მოკლეხნით ან საშუალო დროით იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. არ მგონია, რომ ეს რაიმე სახის ტენდენციაა და რა თქმა უნდა არ არის საჭირო ამ ადამიანების რაოდენობის გადაჭარბებით შეფასება. თუმცა, ასეთი მოქალაქეები არსებობენ. დიახ, ისინი თავისუფალი არიან გადაადგილებაში. ისინი მუდმივად ეძებენ რაღაც უკეთესს და ვერ ხვდებიან, რომ ყველაზე კარგი სამშობლოა. ამავდროულად, მათ არავინ უშლის ხელს ბედნიერების სხვაგან ძიებაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უმჯობესია, ბედნიერება იქ ეძებო, სადაც ასეთი სახალხო არეულობა არ არის და სადაც შენი სამშობლოს დროშებს არ წვავენ
tbl.ge/6awb
დაკოპირდა

პასუხობს კრემლის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე რუსი მოქალაქეების ნაწილის სამშობლოში დაბრუნების შესახებ დასმულ კითხვაზე.
ამავე თემაზე
- პესკოვის მტკიცებით, ოკუპირებული ცხინვალის ლიდერის შეცვლა რუსეთთან შეერთებას არ უკავშირდება
- "სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხის გადაჭრის დრო მოვიდა" - ამბობს Ъ-ს წყარო კრემლიდან
- Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
- შვიდკოი: უაზრობა იქნებოდა რუსეთ-საქართველოს კულტურული კავშირის გაწყვეტა
- შვიდკოი: სტურუას დადგმის ნახვა ისე მინდოდა, თბილისში ჩამოსვლა ღონისძიებას დავამთხვიე




