რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ბახმუტის დაცვა ომში ჩართული ორივე მხარის ძალას კვლავ ასუსტებს

უკრაინელი სამხედრო ბახმუტში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განმარტებით, ბახმუტის დაცვა კვლავ ასუსტებს ომში ჩართული ორივე მხარის ძალას.

როგორც დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური წერს, რუსეთის ადრინდელი შეტევების შემდეგ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში უკრაინელმა ჯარისკაცებმა, სავარაუდოდ, თავდაცვითი ხაზის გაძლიერება შეძლეს. 

ამავე ინფორმაციით, დაახლოებით 2 მარტს, რუსეთის თავდასხმის შედეგად ბახმუტში განადგურდა ხიდი, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის კონტროლქვეშაა. 

დაზვერვის შეფასებით, უკრაინის სამხედრო მომარაგების მცდელობებს, სავარაუდოდ, აფერხებს ტალახი, რადგან ისინი გადასაადგილებლად ხშირად მოუკირწყლავ ბილიკებს იყენებენ.

ყოველდღიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული საჯარო უთანხმოება საბრძოლო მასალის გამოყოფასთან დაკავშირებით ხაზს უსვამს სირთულეს პერსონალისა და საბრძოლო მასალის მაღალი დონის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, რომელიც საჭიროა მათი ამჟამინდელი ტაქტიკით წინსვლისთვის.

უკვე რამდენიმე თვეა, რაც დონეცკის ოლქში მდებარე ქალაქი ბახმუტის გარშემო მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან ძირითადად ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფი იბრძვის.

კომენტარები