რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი: ბახმუტში, სადაც ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს, უკრაინის არმია ზეწოლის ქვეშაა

უკრაინელი სამხედრო ბახმუტში

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ბახმუტში უკრაინის არმია მზარდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება, ხოლო ამავე ქალაქსა და მის გარშემო ინტენსიური ბრძოლა მიმდინარეობს.

"რუსეთის რეგულარულმა არმიამ და ვაგნერის ძალებმა კიდევ უფრო წინ წაიწიეს ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში, რომელიც ახლა უკრაინის მიერაა კონტროლირებადი და დაუცველია რუსული თავდასხმისგან სამი მხრიდან". - წერს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახური.

ამასთანავე, დაზვერვის განმარტებით, უკრაინა ტერიტორიას ელიტარული დანაყოფებით აძლიერებს. გარდა ამისა, ამავე ინფორმაციით, ბახმუტში ბოლო 36 საათის განმავლობაში ორი საკვანძო ხიდი განადგურდა.

კომენტარები