ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 4 მარტამდე – გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ მარტს, დღის მეორე ნახევრიდან 4 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობში, ბარში და მთიან რეგიონებში წვიმის, მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში).

სინოპტიკოსების პროგნოზით, მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტერსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები