რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ-ს სახაზინო მდივანი, ჯანეტ იელენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

finance.yahoo.com/

27 თებერვალს აშშ-ს სახაზინო მდივანი, ჯანეტ იელენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ვიზიტის მიზანი აშშ-ს მიერ უკრაინისადმი მხარდაჭერის გამოხატვა და მისი ეკონომიკურად დახმარებაა.

ჯანეტ იელენი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მთავრობის სხვა მნიშვნელოვან წარმომადგენლებს შეხვდა. აშშ-ს სახაზინო მდივანმა გაიმეორა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის დაპირებები ასრულდება.

"ამერიკა იდგება უკრაინის გვერდით იქამდე, სადამდეც ეს საჭირო იქნება". - თქვა იელენმა.

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განმარტებით, შეხვედრაზე აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რუსული გაყინული აქტივების კონფისკაცია და მათი უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების საკითხი განიხილეს. თუმცა როგორც აშშ-ს სახაზინო მდივანმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, ლეგალური თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლებაა ცენტრალურ ბანკში არსებული $300 მილიარდის ოდენობის აქტივების სრულიად კონფისკაციისთვის.

აშშ-ს სახაზინო მდივნის თქმით, ის მიესალმება პრეზიდენტ ზელენსკის ნაბიჯებს კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით.

კომენტარები