რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ ჩინეთს აფრთხილებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება უპასუხოდ არ დარჩება

ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს იმ სერიოზული შედეგების შესახებ აფრთხილებს, რაც ჩინეთის მიერ რუსეთისთვის გადაცემულ იარაღს შეიძლება მოჰყვეს.

"პეკინს მოუწევს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება იმის შესახებ, თუ როგორ მოიქცევა, გაუწევს თუ არა სამხედრო დახმარებას რუსეთს - მაგრამ თუ ამ გზით წავა, ეს ჩინეთს რეალურ ფასად დაუჯდება". - თქვა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.

  • ბაიდენი ფიქრობს, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს არ მიაწვდის

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს უმაღლესი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჩინეთი გეგმავს რუსეთს სამხედრო დახმარება გაუწიოს, აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ის არ ფიქრობს, რომ პეკინი მოსკოვს იარაღს მიაწვდის.

"მე არ ველოდები ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების დიდ ინიციატივას". - აღნიშნა ბაიდენმა.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ჩინეთი გეგმავდა, უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთისთვის ლეტალური დახმარება გაეწია.

"სწორედ ამიტომ, მგონია, რომ ბლინკენმა და პრეზიდენტმა საჭიროდ მიიჩნიეს,  მკაფიოდ განემარტათ, რა შედეგები მოჰყვება რუსეთისთვის დახმარებას… რადგან ეს იქნება ძალიან სარისკო და არაგონივრული ფსონი". - თქვა CIA-ის დირექტორმა.

"პეკინი მტკიცედ დგას მშვიდობისა და დიალოგის მხარეს", - ასე უპასუხა 20 თებერვალს ჩინეთმა აშშ-ს ბრალდებებს და ქვეყანა უკრაინაში ომის ესკალაციაში დაადანაშაულა. 

კომენტარები