ისტორიაში პირველად საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვია. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა ზელენსკისა და საუდის არაბეთის პრინცის, ფაიზალ ბინ ფარჰან ალ საუდის შორის შეხვედრის ვიდეო გაავრცელა.
"დიდი მადლობა, რომ მხარს უჭერთ უკრაინაში მშვიდობას, მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის". – თქვა ზელენსკიმ შეხვედრაზე.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პრეზიდენტმა, ანდრიი იერმაკმა კომენტარი გააკეთა ვიზიტის შესახებ და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთი უკრაინას $400 მილიონის ოდენობის დახმარებას გამოუყოფს.
"უკრაინა რეალურ დახმარებას მიიღებს საუდის არაბეთისგან. პრეზიდენტის ოფისმა ხელი მოაწერა ორ დოკუმენტს, რომელიც უკრაინისთვის $400 მილიონის ოდენობის დახმარების გამოყოფის ფორმალიზებას ახდენს: $100 მილიონის ოდენობის ჰუმანიტარული დახმარება და $300 მილიონის ოდენობის სანავთობო პროდუქცია". – თქვა იერმაკმა.





