რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: ქართველი სამხედროები ჩვენ გვერდით უკრაინის თავისუფლებისთვის იბრძვიან

ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის! თქვენ ყველაზე უკეთ იცით რა არის რუსული აგრესია, რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს, როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას. ქართველები არამხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენ გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის.

პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველი ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი. ნაწილი - რუსებმა ტყვედ აიყვანეს. ჩვენ მადლობელი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაც და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფის, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები. ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი! დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპასა და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ჩვენს გმირებს!

კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა. 

კომენტარები