რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წელს გავიმარჯვოთ

ჩვენ გავუძლებთ ყველა საფრთხეს: დაბომბვას, კასეტურ ბომბებს, ფრთოსან რაკეტებს, კამიკაძეებს, ელექტროენერგიის გათიშვას და სიცივეს. ჩვენ ამაზე ძლიერები ვართ.

ეს იყო გამძლეობის წელი. ზრუნვის წელი. ვაჟკაცობის წელი. ტკივილის წელი. იმედის წელი. სიმტკიცის წელი. ერთიანობის წელი. უძლეველობის წელი. უძლეველობის სასტიკი წელი.

ამის მთავარი შედეგი ის არის, რომ ჩვენ გადავრჩით. არ დავმარცხებულვართ. და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წელს გავიმარჯვოთ წელს!

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებულ მიმართვაში. 

კომენტარები