რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ზელენსკი: რუსეთმა აირჩია ტერორისტის, ცბიერის, მძარცველის გზა, პასუხს ვაგებინებთ

ჩვენ არ გავტეხილვართ, ბევრი განსაცდელი გადავლახეთ და გადავლახავთ. ყველას პასუხს ვაგებინებთ, ვინც ეს ბოროტება, ეს ომი მოიტანა ჩვენს მიწაზე. [პასუხს ვაგებინებთ] თითოეული ტერორისთვის, მკვლელობისთვის, წამებისთვის, ძარცვისთვის.

რუსეთმა აირჩია მკვლელის, ტერორისტის, ცბიერისა და მძარცველის გზა. ეს რუსეთის სახელმწიფოებრივი არჩევანია და განხორციელებულ ტერორზე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაეკისრება.

წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. 24 თებერვალს რუსეთის მიერ უკრაინის შეჭრიდან 1 წელი გადის.

კომენტარები