უკრაინის დაზვერვა: პოლონეთში ბაიდენის ვიზიტის პარალელურად, რუსეთი ბირთვულ წვრთნებს იწყებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის პოლონეთში მოახლოებული ვიზიტის პარალელურად, რუსეთში ბირთვული ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნები იწყება.

დაზვერვის ცნობით, წვრთნებისთვის მზადების ფარგლებში რუსეთის საჰაერო ძალებმა ცენტრალური საბრძოლო მართვის სისტემა მონოლიტი შეამოწმეს და ის საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე გადაიყვანეს. 

გარდა ამისა, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალები საზღვაო და სახმელეთო ბალისტიკური რაკეტებისა და ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად ემზადებიან.

უკრაინის დაზვერვის განმარტებით, რუსეთს "პირდაპირი ბირთვული შანტაჟის გზით" ჯო ბაიდენის ევროპაში ვიზიტის შეფერხება და უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის შესუსტება სურს.

კომენტარები