სარფთან მაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა

კადრი ვიდეოდან / ბათუმელები

საქართველო-თურქეთის საზღვართან, სარფის მაგისტრალზე კლდე ჩამოიშალა და საავტომობილო გზა გადაკეტა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდა 20:00 საათზე უნდა დასრულებულიყო და მსუბუქი ავტომობილებისთვის მაგისტრალი უნდა გახსნილიყო, თუმცა მოძრაობა ჯერ კიდევ არ აღდგენილა.

კომენტარები