სიმართლე გითხრათ, გაკვირვებული დავრჩი. ადამიანმა დაიწყო იმით, რომ [მიხეილ სააკაშვილი] არის დიდი მსახიობი თურმე და რომელ მსახიობს შეუძლია, რომ მუდმივად ჰქონდეს სიცხე. გეგულებათ ეგეთი მსახიობი, რომელსაც თვეების განმავლობაში ჰქონდეს სიცხე?! ამას თამაშობდეს და წონის ნახევარი დაიკლოს - ასეთი მსახიობობა მე არ გამიგია. ბოლოს, რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?! სისხლისღვრისთვის ჩამოვიდაო, უკაცრავად და ვის უნახავს მისი სისხლისღვრა? ვარდების რევოლუცია ისე მოხდა, ერთი ნაკაწრი არავის ჰქონია. რა სისხლისღვრაზეა ლაპარაკი?!
მიხეილ სააკაშვილი
ალასანია სააკაშვილზე: ბოლოს რომ მოკვდეს, ჩაწვეს კუბოში, იქაც იტყვიან როლს თამაშობსო?!
tbl.ge/69ya
დაკოპირდა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, ეხმიანება პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც მიუნხენში გამართულ კონფერენციაზე თქვა, რომ სააკაშვილი "კარგი მსახიობია".
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




