რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე კიევს სტუმრობს

NOS

ნიდერლანდების პრემიერმინისტრი, მარკ რუტე კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდების მედიაში ვრცელდება

ამავე ინფორმაციით, რუტემ პატივი მიაგო უკრაინის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას წმინდა მიხეილის საკათედრო ტაძრის მემორიალურ კედელთან. 

ამასთან, რუტე აპირებს, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს.

ნიდერლანდებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას საზენიტო სარაკეტო სისტემის Patriot-ის ორ გამშვებსა და რამდენიმე რაკეტას მიაწვდის. 

დანიასთან ერთად ქვეყანა ასევე დააფინანსებს გერმანიის სამრეწველო საწყობებში არსებულ ასამდე Leopard 1-ის ტიპის ტანკის მოდერნიზაციას.

გარდა ამისა, რუტემ აღნიშნა, რომ იგი მზად არის, განიხილოს უკრაინისთვის F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდება.

ნიდერლანდებიდან უკრაინაში გაგზავნილმა სამხედრო დახმარების ჯამურმა მოცულობამ მილიარდ ევროს გადააჭარბა.

კომენტარები