ბალტიისპირეთის ქვეყნები

ოსტინი: აშშ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ბალტიისპირეთის ქვეყნები დაიცვას

ლოიდ ოსტინი
Reuters

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა, საჭიროების შემთხვევაში ესტონეთი, ლატვია და ლიტვა დაიცვას და ამასთან,  სამხედრო ყოფნა რეგიონში შეინარჩუნოს.

"ჩვენ მე-5 მუხლის ერთგული ვართ, შეგიძლიათ ამაზე ფსონი დადოთ". – აღნიშნა ოსტინმა NATO-ს წესდების მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობს, რომ ალიანსის თითოეულმა წევრმა დაიცვას მოკავშირე თავდასხმის შემთხვევაში. 

ესტონეთის ლიდერებთან მოლაპარაკების შემდეგ ტალინში გამოსვლისას ოსტინმა თქვა, რომ აშშ გააგრძელებს რეგიონში "მუდმივი, როტაციული" სამხედრო ყოფნის შენარჩუნებას.

სამივე ბალტიისპირეთის ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირის წევრია.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა “მუშაობს იმისათვის, რომ თავიდან აიცილოს“ მასზე თავდასხმა, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეჩერდება.

კომენტარები