რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: 23-24 თებერვალს რუსეთი ახალ მასობრივ შეტევას გეგმავს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ

ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაზე ახალ მასობრივ სარაკეტო შეტევას ამზადებს.

“ისინი [რუსები] 23–24 თებერვალს კიდევ ერთხელ გეგმავენ მასობრივი იერიშის მიტანას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მეტიც, მზად ვართ ამისთვის”. - ამბობს დანილოვი. 

მისივე თქმით, უკრაინას უკვე ესმის, როგორია ასეთი შეტევები იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მიმართულებით 115-დან 120-მდე რაკეტა გაისროლეს. 

"ამ დღეს გავუმკლავდებით". - აღნიშნავს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი.

კომენტარები