საქართველო-რუსეთი

ჰერჩინსკი რუსეთთან ფრენებზე: საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან

რაც შეეხება პირდაპირი ფრენების განახლებას რუსეთის მიმართულებით და პირიქით - უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და უკიდურესად სასტიკი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ რუსეთში და რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აკრძალვა ერთსულოვნად გადაწყვიტა. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნების, არამედ ბევრი სხვა თანამოაზრე ქვეყნის მიერ. საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი თვალთახედვით, საქართველო თანხვედრაში უნდა მოდიოდეს ჩვენს პოზიციასთან, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მესმის ვითარების სენსიტიურობა, მაგრამ ველით, რომ საქართველო მიჰყვება ჩვენს პოზიციას იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია.

ამბობს ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი. 19 იანვარს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების პასუხად აღნიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა მისასალმებელია. მანამდე, 18 იანვარს სერგეი ლავროვმა თქვა, რომ იმედოვნებს, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლებას მალე შეძლებენ.

კომენტარები