ამინდის პროგნოზი

17 თებერვლამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზით, 17 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.

სააგენტოს ინფორმაციით, 13 თებერვლიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის საათებში და ქვეყნის მთიან რეგიონებში დღისითაც შენარჩუნდება ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა. 

მათივე პროგნოზით, თბილისში 11 თებერვლიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 თებერვლიდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურა (-2, -4), დღისით კი +5, +7 გრადუსი იქნება.

კომენტარები