რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საჰაერო თავდასხმების გამო უკრაინის ქალაქებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ

10 თებერვალს რუსეთის საჰაერო თავდასხმების გამო, უკრაინის ქალაქებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.

რუსულმა სამხედრო ძალებმა ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე მიიტანეს იერიში. მათი მთავარი სამიზნე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. შედეგად, ხარკოვში 150 000-მდე ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. 

ოფიციალური პირების თქმით, მასიური თავდასხმისთვის რაკეტები და ირანული დრონები გამოიყენეს. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალი ვალერი ზალუჟნის ცნობით, უკრაინისკენ გასროლილმა ორმა რუსულმა კალიბრის ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა, რამაც შეიძლება დაძაბულობა გაზარდოს, იმის გათვალისწინებით, რომ რუმინეთი NATO-ს წევრი სახელმწიფოა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუსეთი უკრაინას მთელი ღამისა და დილის განმავლობაში ესხმოდა თავს. ამასთან ერთად, პოლოდიაკმა მისი ქვეყნისთვის ახალი იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით "პოლიტიკური ყოყმანი" გააკრიტიკა.

კომენტარები