რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულმა რაკეტებმა რუმინეთის, NATO-ს წევრი სახელმწიფოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს – ზალუჟნი

ვალერი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, გენერალი ვალერი ზალუჟნის ცნობით, უკრაინისკენ გასროლილმა ორმა რუსულმა კალიბრის ტიპის ფრთოსანმა რაკეტამ მოლდოვისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთა.

ზალუჟნის განმარტებით, რაკეტებმა თავდაპირველად უკრაინა-მოლდოვის საზღვარი გადაკვეთეს, 15 წუთის შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს და ამის შემდეგ კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში, სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში დაბრუნდნენ.

"დღეს, 10 თებერვალს, დილის 10:18 საათზე, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვასთან. დაახლოებით დილის 10:33 საათზე კი ამ რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე. ამის შემდეგ, რაკეტები კვლავ დაბრუნდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის ადგილას. რუსეთმა რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვა". - წერს ზალუჟნი.

აღსანიშნავია, რომ რუმინეთი NATO-ს წევრი სახელმწიფოა.

კომენტარები