მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვი 15 000-მდე გაიზარდა

ბოლო 72 საათია მაშველები ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან, პროცესს ცივი ამინდი კიდევ უფრო ართულებს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ სირიასა და თურქეთში 15 000-ს გადააჭარბა.

მოსალოდნელია, რომ 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, რადგან, როგორც ექსპერტები განმარტავენ, პირველ 72 საათშია ადამიანთა გადარჩენა ყველაზე მეტად შესაძლებელი.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორის, ილან კელმანის შეფასებით, მამიწისძვრისას დაზარებულთა 90% ნანგრევებიდან პირველ 72 საათში ამოჰყავთ. 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

რა ვიცით თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრაზე?

კომენტარები