რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"არაფერია გამორიცხული" – სუნაკი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემაზე

რიში სუნაკი და ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინისთვის ავიაგამანდგურებლების გადაცემის შესაძლებლობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა თქვა, რომ "არაფერია გამორიცხული". ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ ისაბრა.

"[ბრიტანეთის პოზიცია] ცხადია, როცა საქმე სამხედრო დახმარებას ეხება, გამორიცხული არაფერია... რაც შეეხება საბრძოლო საჰაერო ძალებს, რა თქმა უნდა, ამაზეც მიმდინარეობს საუბარი... ამიტომ გამოვაცხადეთ, რომ უკრაინის საჰაერო ძალებს NATO-ს სტანდარტის პლატფორმებისთვის გავწვრთნით". – თქვა სუნაკმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უკრაინას დიდი რაოდენობით შეიარაღება სჭირდება.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლასმა პრემიერისგან მიიღო ბრძანება, გადაეხედა, თუ რა თვითმფრინავების გადაცემა შეეძლო ქვეყანას უკრაინისთვის.

8 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში, ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას დასავლელ მოკავშირეებს უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

კომენტარები