მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

კანადა პირველადი დახმარების სახით თურქეთს $7.5 მილიონს გამოუყოფს

კანადის საერთაშორისო განვითარების მინისტრის, ჰარჯიტ საჯანის თქმით, კანადა თურქეთს $7.5 მილიონს გადასცემს

ასევე, კანადელი მაღალჩინოსნების ცნობით, კანადა კონსულტაციებს გაივლის მოკავშირეებსა და სანდო დამხმარე ორგანიზაციებთან იმაზე, თუ როგორ უნდა დაეხმაროს საერთაშორისო საზოგადოება თურქეთსა და სირიას. 

გარდა ამისა, კანადა თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფების გაგზავნასაც განიხილავს.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 5 000-ს გადააჭარბა. მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა, რომელიც ოფიციალური პირების თქმით, "არ იყო შემდგომი ბიძგები". 

მაშველები ორივე ქვეყანაში ასობით შენობის ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად იბრძვიან. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის ვარაუდი თუ რამდენად გაიზრდება დაღუპულთა რაოდენობა.

კომენტარები