დიდი ბრიტანეთი

სუნაკის სამთავრობო ცვლილებები და ბრიტანეთის ახალი დეპარტამენტები

Charlie Bibby/FT

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა ენერგო უსაფრთხოების; მეცნიერების, ინოვაციისა და ტექნოლოგიის; ბიზნესისა და ვაჭრობის; კულტურის, მედიისა და სპორტის 4 ახალი სამთავრობო უწყება წარადგინა.

"ცვლილებები უზრუნველყოფს შესაბამისი უნარების მქონე გუნდი ფოკუსირდეს პრემიერმინისტრის ხუთ დაპირებაზე: ინფლაციის განახევრება, ეკონომიკის გაზრდა, სახელმწიფო ჯანდაცვის სერვისების მიწოდებისთვის დროის შემცირება და ქვეყანაში შემომავალი ნავების შეზღუდვა". - ვკითხულობთ პრემიერმინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ამასთანავე, ნადჰიმ ზაჰავის გადადგომის შემდეგ, სუნაკმა პარტიის თავმჯდომარედ ვაჭრობის მინისტრი, გრეგ ჰენდსი აირჩია.

ამ ცვლილებებით სუნაკი იმედოვნებს, რომ გააძლიერებს მთავრობას, რათა არა მხოლოდ შეასრულოს თავის "ხუთი დაპირება", არამედ შეცვალოს კონსერვატორების დაბალი რეიტინგი.

გრანტ შაფსი ენერგო უსაფრთხოებასა და გამონაბოლქვის ნულამდე დაყვანას უხელმძღვანელებს, მანამდე იგი ბიზნესის, ენერგეტიკისა და ინდუსტრიული სტრატეგიის მინისტრი იყო. მისი მთავარი ფოკუსი ახლა ენერგეტიკა და გარემოს დაცვა იქნება.

მიშელ დონელანი - კულტურის ყოფილ მინისტი სპორტის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახლად შექმნილ უწყებას უხელმძღვანელებს. დონელანი მეცნიერებისა და ინოვაციის პროგრესის მნიშვნელოვან ნაწილად მიიჩნევს და გეგმავს მსოფლიო რეიტინგებში ბრიტანეთის ადგილი გააუმჯობესოს.

კემი ბადენოკი, რომელიც მანამდე საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტში მუშაობდა, ამჯერად ბიზნესისა და ვაჭრობის უწყებას უხელმძღვანელებს. ის რჩება ვაჭრობის საბჭოს პრეზიდენტად და ქალთა და თანასწორობის მინისტრად. ახალი როლით იზრდება ბადენოკის პოლიტიკური ძალაუფლება - გასათვალისწინებელია, იგი გასულ ზაფხულს კონსერვატიული ლიდერების კონკურსში მეოთხე იყო.

ლუისი ფრაზერი ქვეყნის კულტურას, მედიასა და სპორტს უხელმძღვანელებს. მანამდე ეს დეპარტამენტი "ციფრულსაც" მოიაზრებდა სახელში, ცვლილებით დავიწროვდა ჯგუფის პასუხისმგებლობები. 

გრეგ ჰენდსი კი პარტიის თავმჯდომარე გახდა. იგი სუნაკის აქტიური მხარდამჭერი იყო და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის წინასაარჩევნო კამპანიაში. 

კომენტარები