მიხეილ სააკაშვილი

ხოშტარია: ჩვენ მზად ვართ, რომ მივიღოთ მონაწილეობა იმ აქტივობებში, რაც არის აუცილებელი

სასამართლომ მიიღო მოსალოდნელი გადაწყვეტილება და ადამიანი, რომელიც ყველა საერთაშორისო  ექსპერტის, ყველა გონივერული,  კეთილსინდისიერი ექიმის დასკვნით სასწრაფოდ საჭიროებს მკურნალობას საზღვარგარეთ, პრაქტიკულად, გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი, მიიღეს სასტიკი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს, არამედ ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა.

წარმოუდგენელია, რომ ჩვენს თვალწინ ადამიანის ღირსებისა და ჯანმთელობის შელახვა ხდება ასეთი თავხედ ფორმით. ამ პროცესს არანაირი საერთო არ ჰქონია სამართალთან,  მორალთან, ან რაიმე სიმართლის დადგენასთან. ეს არის პირდაპირი, ღია შურისძიება და ჩვენს თვალწინ ადამიანის გათელვა. ეს ადამიანი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და მე არ ვიცი ვინ აღიქვამს და ვინ ვერა, მაგრამ ეს არის ძალიან მძიმე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. რა თქმა უნდა ეს საკითხი ცდება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ჩარჩოებს.

მე პირველ რიგში მინდა ბატონ მიხეილს მივმართო ციხეში და ვუთხრა, რომ მან არ უნდა იგრძნოს თავი მარტო და ის არ იმსახურებს ამ მოქცევას საქართველოს მოქალქეებისგან, საქართველოს სახელმწიფოსგან. მან მინდა მიიღოს ჩემი პირადი და ჩვენი გუნდის მხარდაჭერა.

ჩვენ მზად ვართ, რომ  მივიღოთ მონაწილეობა იმ აქტივობებში, რაც არის აუცილებელი. მე ვთავაზობ თანამშრომოლობას, კონსულტაციებს, იმისათვის რომ კოორდინირებულად, მკაფიოდ, გონივრულად ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით - ეს არის პროტესტი, აქციები და ქვეყნის გარეთ, იმისათვის, რომ გადავარჩნოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.

ამასთანავე, დღეს უკვე ძალიან მკაფიოდ შეიძლება ითქვას, რომ გავიდა დრო, როდესაც სალომე ზურაბიშვილს შეუძლია გააგრძელოს დუმილი. მე არ ვიცი ვის რისი იმედი აქვს, მაგრამ ვიცი, ვის რისი პასუხისმგებლობა აქვს. და დღეს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი. მან უნდა გააკეთოს არჩევანი და საბოლოო ჯამში მიიღოს გადაწყვეტილება ან ისე, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ ისიც აწერს ამ განაჩენს ხელს ან ასე და გადაარჩინოს ადამიანის სიცოცხლე და მათ შორის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი.

ამბობს პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. ამასთან, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა, რომ პარტია საგანგებო რეჟიმზე გადადის და იგეგმება აქციები.

კომენტარები