მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

" თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვირს შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქის ნ.ზ. გარდაცვალების შესახებ. საქართველოს დიპლმატიური წარმომადგენლობა კავშირზეა როგორც დაღუპულის ოჯახის წევრებთან, ასევე თურქეთის შესაბამის უწყებებთან".- აცხადებს უწყება.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ორ ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა.

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, ამჟამინდელი მონაცემებით თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 912-ს მიაღწია. მისივე თქმით, დაშავებულია, სულ მცირე, 5383 ადამიანი. ქვეყანაში სამაშველო სამუშაოები ერბაშად 10 ქალაქში ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები