რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: რუსების ახალი შეტევა შესაძლოა 15 თებერვლის შემდეგ ნებისმიერ დღეს იყოს მოსალოდნელი 

სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ვარაუდით, რუსული ძალების ახალი შეტევა ლუგანსკის ოლქში შეიძლება მოსალოდნელი იყოს 15 თებერვლის შემდეგ ნებისმიერ დღეს. 

გარდა ამისა, გაიდაიმ აღნიშნა, რომ რუსი წვევამდელების ორთვიანი მომზადება უკვე დასასრულს უახლოვდება, ხოლო რუსეთს დაახლოებით 10 დღე დასჭირდება მათი უკრაინაში გადასაყვანად და ახალი შეტევისთვის რეზერვის მობილიზაციისთვის.

ამასთანავე, ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში ოკუპანტებს დიდი რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობა გადააქვთ, ხოლო რუსი სამხედროები ტყვია-წამალს გაცილებით წინდახედულად იყენებენ, ვიდრე აქამდე. ეს კი გაიდაის შეფასებით, შესაძლოა მიუთითებდეს იმას, რომ რუსები სრულმასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებიან.

კომენტარები