რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი და იტალია უკრაინას SAMP-T საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაზაფხულზე გადასცემენ

საფრანგეთი და იტალია უკრაინას საჰაერო თავდაცვის იარაღს - SAMP-T-Mamba-ს საზენიტო სარაკეტო სისტემებს 2023 წლის გაზაფხულზე გადასცემენ. ინფორმაციას საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

"ეს საშუალებას მისცემს უკრაინას, თავი დაიცვას რუსული უპილოტო თვითმფრინავების, რაკეტებისა და თვითმფრინავების თავდასხმებისგან უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზე". - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრ, სებასტიენ ლეკორნუსა და მის იტალიელ კოლეგას გვიდო კროზეტოს საუბრის შემდეგ. 

სისტემას სამიზნეების აღმოჩენა, ადევნება და ერთდროულად 10 მათგანის განეიტრალება შეუძლია. ამასთანავე, ეს ერთადერთი ევროპული სისტემაა, რომელიც ბალისტიკურ რაკეტებს ანეიტრალებს.

კომენტარები