რასაკვირველია, ჩვენ მოვუწოდებთ მას [მიხეილ სააკაშვილს], პირადად მეც, რომ შეწყვიტოს საკუთარი თავის დაზიანება. პატიმარი არ ეგუება სასჯელს, რომელიც აქვს მისჯილი კანონიერად და ირჩევს, ყველაფერი გააკეთოს, რათა აირიდოს სასჯელი. მაგალითისთვის, შეუთვალოს უკრაინელებს, რომ ჩემი გული თქვენ გეკუთვნით და იმედი აქვს, რომ უკრაინელები ამის გამო დაიცავენ. როგორც ჩანს, ამან ზოგიერთზე იმოქმედა, მათ შორის პრეზიდენტ ზელენსკიზე და ის სააკაშვილის გულის სანაცვლოდ გამოვიდა და იცავს კრიმინალს.
tbl.ge/69bl
დაკოპირდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ამბობს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ, 1-ელ თებერვალს თქვა, რომ "საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს ნელ-ნელა კლავს". მიხეილ სააკაშვილის სიტყვებით, თუ უკრაინის გამარჯვებამდე ვერ იცოცხლებს, მისი გული კიევში უნდა დაიმარხოს.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




