საქართველო-რუსეთი

ლავროვი: საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნას ეროვნული ინტერესებით პასუხობს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოთხოვნაზე დასავლეთის უპრეცედენტო ზეწოლის საპასუხოდ, ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობს. ლავროვის თქმით, დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთის გამღიზიანებლად აქციოს.

"ახლა საქართველოში პრეზიდენტთან ერთად, არის მთავრობა, რომელიც უპრეცედენტო ზეწოლას – შეუერთდეს სანქციებს და გახსნას მეორე ფრონტი, ასეთი ტერმინოლოგიით პასუხობს: "მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით. ჩვენ გვაქვს ვაჭრობა რუსეთთან, გვაქვს ტურიზმი და ვიღებთ ენერგორესურსებს". ეჭვი არ მეპარება, რომ დასავლეთს სურს საქართველოო კიდევ ერთხელ აქციოს "გამღიზიანებლად" და დააბრუნონ სიტუაცია სააკაშვილის აგრესიულ დროში". - თქვა ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს პასუხობს.

კომენტარები