NDI-ის კვლევა

NDI: მოსახლეობის 30% თვლის, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს, 25% თვლის, რომ დაშორდა

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსაზრებები
გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, დაშორდა თუ დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს.

მოსახლეობის 30% თვლის, რომ საქართველო უფრო დაუახლოვდა ევროკავშირს, 29% თვლის, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან არ შეცვლილა, 25% თვლის, რომ საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ხოლო 15% ამბობს, რომ არ იცის. კვლევის თანახმად, ქართული ოცნების მხარდამჭერებს უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდა.

კვლევა 3 დეკემბრიდან 20 დეკემბრამდე, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/-1.6 პროცენტია.

კომენტარები