რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩავუშოღლუ: ვფიქრობთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება

Alona Nikolayevych/Ukrinform/NurPhoto/AP

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ანკარას მიაჩნია, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ინფორმაციას თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu ავრცელებს.

"ვფიქრობთ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება. ეს არის ის, რისიც გულწრფელად გვჯერა. ცხადია, ჩვენი სურვილი ეს არის, თუმცა, ამავდროულად უნდა ვიყოთ რეალისტები. ეს უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობა უკრაინისთვის, რადგან უკრაინული მიწები ოკუპირებულია. მშვიდობა უნდა იყოს ორივე მხარესთვის მისაღები. ეს არ უნდა იყოს ნაკარნახევი მშვიდობა, რადგან ამას არცერთი მხარე არ მიიღებს". - თქვა ჩავუშოღლუმ.

გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანკარა ომის დაწყებიდან დღემდე მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

"ჩვენ ვაგრძელებდით კომუნიკაციას ორივე მხარესთან. ორივე მხარესთან შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. სწორედ ამიტომ არ ვმონაწილეობდით სანქციებში და ცხადია, არ ვმონაწილეობდით ომში. ჩვენ სრულად შევასრულეთ მონტროს კონვენცია და უფრო შორს წავედით, როდესაც, NATO-ს წევრის რანგში, გამოვედით რუსეთთან დიალოგის მოწოდებით". - თქვა ჩავუშოღლუმ.

კომენტარები