რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შმიგალი: უკრაინა-ევროკავშირის სამიტი კიევში გაიმართება

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის თქმით, უკრაინა-ევროკავშირის სამიტი 3 თებერვალს კიევში გაიმართება.

"ის ფაქტი, რომ სამიტი კიევში გაიმართება, როგორც პარტნიორებისთვის, ასევე მტრებისთვის ძლიერი სიგნალია". - თქვა შმიგალმა. 

დამატებით დეტალები იმაზე, თუ ვინ დაესწრება სამიტს ჯერჯერობით უცნობია.

"ეს ჩვენი პარტნიორებისთვის გზავნილია, რომ ევროპას უკრაინის გამარჯვების სჯერა და ევროკავშირისკენ ჩვენს სწრაფ მოძრაობას მხარს უჭერს. ჩვენი მტრებისთვის კი ნიშნავს, რომ მათი მცდელობები, დაეშალათ მხარდამჭერი კოალიცია და შეეჩერებინათ ჩვენი ევროპასთან ინტეგრაცია უშედეგო აღმოჩნდა". - ამბობს შმიგალი.

კომენტარები